Pages

Sunday, July 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

       ტრენინგის მეცხრე  დღე ,ისევე  როგორც  ყველა  დღეები  იყო  საინტერესო  და  ახალი  სიახლეების  შემცველი.
          დღეს  სრულად  შევძელით  პროექტის  დასრულება. მინდა  ავღნიშნო, რომ  ტრენერმა  დაუღალავი  შრომით  შეძლო  ესწავლებინა საჭირო  მასალების  მოძიება და  დალაგება პროექტში,რისთვისაც  დიდი  მადლობა მას. მთელი  მუშაობის  მანძილზე  იგი  სათითაოდ  გვეხმარებოდა  და პასუხობდა  ჩვენს  კითხვებს. ტრენინგს  ვაფასებ  დადებითად. უღრმესი  მადლობა!!!

Friday, July 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მერვე  დღეს  პროექტის  გეგმაში  დავწერეთ  პროცედურა,  შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  გავაკეთეთ  სლაიდები,  გუგლში  მოვიძიეთ  სლაიდებისათვის  საჭირო  მასალა. შევარჩიეთ  შეფასების  კრიტერიუმები და  ყველაფერს  თავი  მოვუყარეთ  პორტფოლიოში.დიდი მადლობა  ტრენერს  დახმარებისათვის.

Monday, July 11, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დაიწყო ჩვეულებრივ თავის დროზე ჩვეულ  რეჟიმში.განვიხილეთ  დავალებაში  შესასრულებელი  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომები.  ვისწავლეთ  პორტფოლიოს  შექმნა.შევქმენით  პროექტის  გეგმის  პორტფოლიო  და  განვათავსეთ  ბლოგზე.ტრენერმა  მოგვცა  დავალება. ტრენინგის  ყველა  დღე  არის  ახლის  მომცემი  რისთვისაც  ძალიან  დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს.

პროექტის პორტფოლიო

Sunday, July 10, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეექვსე  დღეს  განვიხილეთ  შეფასების  კრიტერიუმების  სხვადასხვა  ვარიანტები. შესაბამისად  მოვარგეთ  საკუთარ  პროექტს და  ჩავწერეთ. ასევე  შევავსეთ  წინარეცოდნის  გრაფა. ძალიან  საინტერესო  იყო  შეფასების  კრიტერიუმების  გაცნობა.დიდი  მადლობა

Friday, July 8, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეხუთე  დღე  დაიწყო  ჩვეულებრივად  თავის  დროზე,  ტრენერმა  შეგვიმოწმა  დავალებები,  რომელიც  გულისხმობდა  გეგმაში  მიზნების  ჩამოყალიბებას. მოგვცა  საჭირო  ინსტრუქციები. განვიხილეთ  როგორ  ხდება  პროექტში  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვების  დასმა.  ვისწავლეთ  ბუკლეტების  გაკეთება. ყველა  საკითხი  იყო  ნათლად  და  გასაგებად  ახსნილი.დიდი  მადლობა.  

Monday, July 4, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღეს   შევისწავლეთ  უფრო მეტი მასალა,შესაბამისად ტრენინგი იყო საინტერესო.კერძოდ ვისწავლეთ გუგლის  სერვისებში  მუშაობა, გადმოწერა, ჩამატება.როგორც  პროექტებისათვის  ასევე  საგაკვეთილო  პროცესისათვის  უამრავი და  მრავალფეროვანი  მასალის  მოძიება  და  გამოყენება. ტრენერმა  ნათლად  ჩამოგვიყალიბა  რა  უნდა  გავაკეთოთ დავალებად. დაუზარლად  გვიპასუხა ყველა  გაუგებარ კითხვაზე,  რისთვისაც  ვიხდი  დიდ  მადლობას.

Sunday, July 3, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მესამე  დღეს ვისწავლეთ  ახალი  ბლოგის  შექმნა,ინფორმაციის შენახვა,წაშლა, დამახსოვრება. დავიწყეთ  პროექტის  შაბლონის  ჩაწერა. დღევანდელი სამუშაოს  შემდეგ  უფრო  გასაგები  და  საინტერესო  ხდება ტრენინგი, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ტრენერს რადგან გასაგებად გვაწვდის ინფორმაციას და პრაქტიკულად გვამუშავებს.

Friday, July 1, 2016

რეფლექსია მეორე დღე

ტრენინგის მეორე  დღეს წავიკითხეთ დავალებები. ტრენერმა შეგვიფასა და მოგვცა შენიშვნები. ვნახეთ ინტელის ბლოგზე დადებული ნამუშევრები.პროექტის  გეგმის  შაბლონები.მიუხედავად ტექნიკური შეფერხებისა ტრენერმა  შეძლო ტრენინგის კარგად ჩატარება.მადლობა დიდი.